დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დიზაინერი და მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ პირველად, გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს. მისი თქმით, მომავალი მეუღლე 16 წლის ასაკში გაიცნო, ხოლო 4 წელში ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს.
„16 წლის ვიყავი. უნივერსიტეტის ანსამბლიდან გასტროლზე, კაბადოკიაში მივდიოდით. ჩემი მეუღლის მამა იყო უნივერსიტეტის რექტორი და გასტროლზე გამოგვაყოლა მისი შვილი. იქ გავიცანი ლაშა მგელაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველასგან განსხვავებული.
16 წლიდან 20 წლამდე ვიყავით შეყვარებულები და 20 წლის ასაკში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავოჯახებულიყავით.
ჩემი მეუღლე ეკონომისტია, მერიაში მუშაობს. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია. ჩამოდის ხოლმე ჩემთან, მენატრება ხოლმე, რა თქმა უნდა“. - ჰყვება მსახიობი.