ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ვერიკოს და ირას ასეთმა ტრაგიკულმა ამბავმა იმდენად გამანადგურა, რომ უბრალოდ აზრებს ვერ ვალაგებ, რომ მათზე აქ რამე დამეწერა. ვინც არ იცნობდა, ის ვერასდროს გაიგებს ბოლომდე, როგორი ადამიანი იყო. მისმა ფიზიკურმა სილამაზემ შეიძლება ბევრი კითხვა დაბადოს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეჭვიანობა ხომ არ იყო მიზეზიო, ვერიკო იმდენად გააზრებული და ჭკვიანი გოგო იყო, იმდენად თავისუფალი აზროვნების და სტილის, იმდენად საყვარელი და ერთგული ნებისმიერ ურთიერთობაში, რომ ღალატი მის სულში არასდროს გაიელვებდა, თუმცა, ის მის ყოფილ ქმარს აბსოლუტურად ცივილური გზით და კანონიერად გაეყარა, შვილების საკეთილდღეოდ მის უბანს არ დაუბრუნდა, რომ ადაპტაცია და მამის სიშორეს ბავშვებზე არ ემოქმედა და ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედასთან ერთად, მისი სახსრებით, იქირავა ყოფილ მეუღლესთან ახლოს საცხოვრებელი ბინა.
ცოტა ლოგიკურად უნდა იაზროვნოს იმ ხალხმა, რომელსაც მიზეზი აინტერესებს ვეროს და დედამისის ამ ტრაგიკული ამბის შესახებ, რატომ მოკლა? იმიტომ, რომ ვერ გაუძლო ასეთი გოგოს დაკარგვას მისმა უსუსურმა ტვინმა, მისმა უნიათო გონებამ, 12 სექტემბერს რომ ველაპარაკე ვეროს, მითხრა, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა, ერთხელ სცადა და ვერ შევიდა ისრაელში, ამაზე ეწინააღმდეგებოდა, როგორც მიყვებოდა, აქ იყავი და ჩემთან იცხოვრეო.
ასაკობრივი ზღვარი მათ შორის იყო 20 წელი, მე მათ ოჯახში ვიყავი ძალიან ხშირად, მარის და ბარბარე როცა პატარები იყვნენ, სამსახურის შუალედში ორივეს მე ვიტოვებდი, იყო უნიკალური მამა, მეუღლე და პიროვნება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. შეიცვალა რაღაც საკითხებზე დამოკიდებულებები. წლები უთანხმოებას სხვადასხვანაირად ქმნიდა ცოლ-ქმარს შორის და გადაწყვიტა დაშორება. ეს დანაშაულია? ამის გამო უნდა ეყრებოდეს ვეროს და დედამისს მიწა? უნიათო, უსუსურო მამაკაცებო, არარაობებო, ვინც თუნდაც სიყვარულით მოყენებულ ტკივილსაც კი კაცურად ვერ შეხვდებით და იარაღის ტრიალზე გადადიხართ, მინდა გითხრათ, რომ მისაფურთხებელი არსებები ხართ.
გურამის მდგომარეობაზე კი ვისურვებდი, რომ ის არაფრით არ მოკვდეს, მისი ამჟამინდელი სიკვდილი დღეობა იქნება, ის უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და საღ გონებაზე უნდა შეხედოს მის ცოცხლად მოკლულ შვილებს, მერე ვეროს და ირას საფლავი ნახოს, მერე გაიაზროს, რომ შვილებს არავინ დაუტოვა და მეორედ უნდა დაიხალოს გულში რამდენიმე ტყვია. აი, ეს მინდა გავიგო ,აი, ეს იქნება სამართლიანი დასასრული ამ საშინელი ისტორიის. რაც შეეხება ვეროს, მისი სული სულ იბრწყინებს, იმდენად სუფთა იყო. შენს სულს შემოვევლე ვერი, უკარგესი იყავი, ულამაზესი და უკეთილშობილესი“, - წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
ასევე ნახეთ:
„ყოფილი არაა არავის საკუთრება, შეიგნეთ ამ ხეპრეებმა, მერამდენე შემთხვევაა უკვე!“ - გურამ შეროზია