1732386875
„არავინ ჰყავს ოჯახს, მეზობლებმა დაკრძალვის ხარჯების აგროვება გადაწყვიტეს... გიზო ვასაძემ უყოყმანოდ მოაგვარა ყველაფერი“ - ადგილობრივი დოლიძის ტრაგედიაზე
დოლიძის 27 ნომერში მკვლელობას ვერიკო და ირინა ქუმსიაშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული კაცის, გურამ ქადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეშია აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზეა.
„პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, რომ ოჯახს საქართველოში ახლობელი არ ჰყავს, ამიტომ მეზობლებმა ჩასასვენებლისთვის და დაკრძალვის ხარჯების შეკრება გადაწყვიტეს, თუმცა რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ ოჯახს დახმარება გაუწია და ყველანაირი ხარჯი მოაგვარა.
„ეს ტრაგედია რომ მოხდა, შეიკრიბნენ ახლო მეზობლები. უნდოდათ ფულის აგროვება ჩასასვენებლისთვის, დაკრძალვისთვის. დედის, ვერიკოს მხრიდან არავინ ჰყავთ. მამის მხრიდან კი ყველა საზღვარგარეთაა, ფაქტობრივად, აქ არავინ არაა.
ვუთხარი, დამლოდებოდნენ, 2 საათი მომეცით-მეთქი. დავურეკე ჩვენი რაიონის, საბურთალოს გამგებელს, გიზო ვასაძეს და სალომე კეთილაძეს. ავუხსენი, რომ 2 ბავშვია დარჩენილი მშობლების გარეშე, ვთხოვე მხარშძი ამოდგომა. არავინ არ არის ჩემი, ადამიანურად ვთხოვე, არც უყოყმანიათ, ეგრევე მითხრეს, ყველაფერს გავაკეთებთო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.