11 წლის ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

DAXMAREBA

თელავში მცხოვრებ 11 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ელენე ზაქაიძეს, გულის უმძიმესი დაავადების, კარდიომიოპათიის დიაგნოზი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ დაუსვეს.

მოზარდს თავდაპირველად, თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. ამჟამად, გოგონა, ჯოენის სამედიცინო ცენტრში იმყოფება და გულის გადანერგვისათვის უცხოეთში გადაყვანა უახლოეს მომავალში სჭირდება.

ელენე ზაქაიძის ოჯახს, ბავშვის ძვირად ღირებული მკურნალობისათვის საჭირო თანხა არ აქვს. გოგონას ახლობლებს საზოგადოების მხარდაჭერისა და ქველმოქმედების იმედი აქვს. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:


საქართველოს ბანკი
GE45BG0000000162415927

მიმღები: ნინო რცხილაძე


თიბისი ბანკი
GE28TB7578945061100049

მიმღები: ნინო რცხილაძე

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი