1733169705
11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული, როგორც კი გონზე მოდიოდნენ, ცეკვას ითხოვდნენ... - რამ ჩააგდო შოკში ანკა ვასაძე
მსახიობი ანკა ვასაძე ჟურნალ „სარკესთან“ ზუგდიდში ჩატარებული მეჯლისის შესახებ საუბრობს:
„ასეთი დიდი ესთეტიკური სიამოვნება, რაც ამ მეჯლისმა მომიტანა, კარგა ხანია, არ მიმიღია. ზუგდიდში ძალიან დაღლილი ჩავედი, მაგრამ როცა ასეთი სილამაზე დავინახე, სრული შოკი მივიღე. მთელი ღამე გადაღებაში ისე გავატარეთ, რომ საერთოდ არ შევუწუხებივარ არც ყინვას, არც უძილობას და არც დაღლას…
ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ცეკვები დადიანების სასახლეში გვქონდა. გარეთ ვისაც მოუწია ცეკვამ, ძირითადად, პროფესიონალ მოცეკვავეებს, ბევრი რამის ატანა მოუხდათ. 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული, მაგრამ როგორც კი გონზე მოდიოდნენ, ცეკვას ითხოვდნენ, რადგან ყველა აღფრთოვანებული იყო ამ სილამაზით,“ - ამბობს ანკა ვასაძე.