დღეს ამ მისამართებზე წყალი შეწყდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს ვაკის რაიონშში, წყნეთის გზატკ. N 2 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09:00-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება:

კერძოდ წყალი შეუწყდება წყნეთის გზატკეცილს, სტუდქალქის მიმდებარე ტერიტორიას, მალხაზ დოლიძის, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, საკანდელიძის ქუჩებს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს.

სამგორის რაიონში, გუგუშვილის ქუჩის N 23 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების სამუშაოები გრძელდება და  იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ნავთლუღის მე-2 დას,( რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩები) ქვემო მელითონეთა დასახლება, 31-ე ქარხნის აეროდრომის და მიმდებარე დასახლებას, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის,  ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველს, გვაზავას, ცისკარას(გურჯიევი), ოდიშელიძის, ფრისის, სოფელ: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს. კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი, სოფ. ფონიჭალას, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ჭალაში წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 13:00-მდე.