თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე მიმდინარე ევროპის მოსწავლეთა ჩემპიონატში, გურჯაანელი დათა ყალაბეგაშვილი თამაშობს.
შვეიცარიული სისტემით მიმდინარე ტურნირში 10 წლის სპორტსმენმა უკვე 7 ტური ითამაშა და 5 ქულა აქვს.
გურჯაანის საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ყალაბეგაშვილს ამჟამად, მეორე პოზიცია უკავია.
ჯერჯერობით, იკავებს მეორე პოზიციას, თუმცა ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. ძალიან ძლიერები დაამარცხა და იმედი მაქვს, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლასა შეძლებს“, - ამბობს ქიტესაშვილი.
ევროპის მოსწავლეთა სასკოლო ჩემპიონატში 23 ქვეყნის 200- მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
საჭადრაკო ტურნირი 29 აპრილს დასრულდება და გამარჯვებული ევროპის ჩემპიონის ტიტულს მიიღებს.
დათა ყალაბეგაშვილმა მეოთხე თანრიგი ჭადრაკში, 6 წლის ასაკში მოიპოვა.
ამჟამად ის, საქართველოს ორგზის ჩემპიონი და უამრავი ტურნირის გამარჯვებულია.
დათა ყალაბეგაშვილის განსაკუთრებულ უნარებსა და ადრეულ ასაკში მიღწეულ წარმატებებზე, „პრაიმ თაიმი“, ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა.