„10 დღე და 120 საათი, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სცენის ასაშენებლად“ - რა ვიდეოს აქვეყნებს Black Sea Arena

მარსი

ლეგენდარული მომღერალი, ბრუნო მარსი რამდენიმე დღეში საქართველოს ეწვევა. 

Black Sea Arena, სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუსტად 10 დღე და 120 საათი დარჩა ყველაზე მასშტაბური სცენის ასაშენებლად. 

საქართველო ბრუნო მარსს 1-ელ ოქტომბერს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია "Starring Georgia-ს" ფარგლებში, მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე" წარდგება.

"Starring Georgia" პრემიერ-მინისტრის, ინიცირებული კამპანიაა, რომელიც "Black Sea Arena-ს" გუნდთან ერთად ხორციელდება.

ნახეთ, ვიდეო: