1-ლი ივნისიდან 23 ივლისამდე, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია

ზღვა

მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ელი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი - მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი - ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.

რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს.

ასევე ნახეთ:

გუდაურში გარდაცვლილი პილოტის ცოლმა ქმრის სიკვდილი სიზმარში წინასწარ ნახა - „სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო“

VIDEO: „არ მჯეროდა, რომ ორი შვილი ერთად წამართვა უფალმა და მესამესაც წამართმევდა!”- ციცინო ოჩიგავა მაშველის დედა

 ხანძარი თბილისში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს გაუჩნდა