1-ელი დეკემბრიდან გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება - დეტალურად

მძღოლი

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ისევ იმოქმედებს.

მთავრობას დაამტკიცებული და გამოაქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი მლეთა-კობი;
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;
თბილისის შემოსავლელი - მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი;
ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალციხე- საზღვარი;
ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

ბათუმი (ანგისა)-ახალციხე - მონაკვეთი ქედა-ახალციხე;
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი - მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი - მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი;
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა - მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი - მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;
ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;
ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური - მონაკვეთი ორპირი-ტყიბული
ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;
ალპანა-ცაგერი - მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;
ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული - მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი - მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;
ახალქალაქის შემოსავლელი - მონაკვეთი ახალქალაქი;
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი - მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურა-ზესტაფონი;
ჟინვალი-ბარისახო-შატილი - მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;
თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი - მონაკვეთი თიანეთი-ჟინვალი;
თბილისი (გლდანი)-თიანეთი - მონაკვეთი თბილისი-თიანეთი;
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა - მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)- ნინოწმინდა;
მარნეული-თეთრიწყარო-წალკა - მონაკვეთი თეთრიწყარო-წალკა;
თბილისი (პანტიანი)-მანგლისი - მონაკვეთი თბილისი (პანტიანი)-მანგლისი;
ვაზიანი-გომბორი-თელავი - მონაკვეთი სასადილო-თელავი;
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი - მონაკვეთი თიანეთი-ახმეტა;
დაბა ბაკურიანის წრიული - მთლიანად წრიული;
დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი - სრულად;
ჩოხატაური-ბახმარო - სრულად;
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთი - მონაკვეთი ნიჩბისი-დიდი თონეთი;
საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალი - მონაკვეთი საჩხერე (უზუნთა)-ზუდალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.