ყველა წმინდანის დღესასწაული - რატომ მოდიან გარდაცვლილები ცოცხლებთან 1 ნოემბერს
1793476156
ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, - ინფორმაციას ბიშკეკის პოლიცია ადასტურებს.
დაკავებულია 33 წლის კაცი, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად "კარალეიკას" ნათესავი და ახლო გარემოცვის წევრია.
ბრალდებული ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები.
დაკავებულს ნარკოდანაშაულსა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.