პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე დღეს მიცემულ ჩვენებაში, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის ფაქტზე ისაუბრა.
„გადამიყვანეთ რეანიმაციაში, გადამიყვანეთ რეანიმაციაშიო. თამარი იყო შემოსული და მან აუხსნა კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმაციული პარამეტრები არ აქვს და არის "ვიპ" პაციენტი, ნებისმიერი დარტყმა რომ ავიცილოთ, ნებისმიერი ლანძღვა, მზად ვართ ყველაფრისთვის, მორჩილებაში ვართ ფაქტობრივად.
რომ იტყვიან, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში არის ისეთი წყობა, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, უნდა შეხედოს მართლა ჭეშმარიტად მძიმე პაციენტს, იქ მძიმე სურათია და როცა ავუხსენით, უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები“ – განაცხადა ნადირაძემ.