პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
45 წლის ქართველ „კანონიერ ქურდს“, ლაშა ჯელაძეს კრიმინალურ წრეებში ლაშა „რაჭინსკის“ სახელით იცნობენ. დანაშაულებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მას ვინაობა ორჯერ აქვს გადაკეთებული, ერთ შემთხვევაში „ლაშა ცხვედიანის“, მეორე შემთხვევაში კი „შოთა რამინაშვილის“ სახელზე.
ის წარმოშობით ამბროლაურის რაიონიდან გახლავთ და „კანონიერ ქურდად“ 33 წლის ასაკში, 2008 წელს „დააგვირგვინეს“. ლაშა ჯელაძე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და როგორც ამ ფოტოებით ირკვევა, ახლო კავშირი აქვს ცნობილი ბიზნესმენებთან და არტისტებთან.
მაგალითად, ის ხშირად ჩნდება რუსული ესტრადის პოპულარულ ვარსკვლავთან, გრეგორი ლეფსთან ერთად. მათ ახლო ურთიერთობა აქვთ ჩეჩნური წარმოშობის ლატვიელი ბიზნესმენის, ბისლან აბდულმუსლიმოვის ოჯახთან.
მულტიმილიონერ ბისლან აბდულმუსლიმოვს ლატვიის ბიზნეს წრეებში „ხორცის მეფის“ სახელით იცნობენ. მის მფლობელობაში ცნობილი ბიზნეს-ჯგუფი AB Holding.
აბდულმუსლიმოვის ოჯახი 2012 წელს სკანდალში გაეხვა, როდესაც კრიმინალურ წრეებთან კავშირის გამო ლატვიიდან გააძევეს ბიზნესნმენის ძმა.
მულტიმილიონერის ვაჟი, მანსური ცნობილი რუსი მსახიობის (ფილმი – „ჩემი მშვენიერი ძიძა“), ანასტასია ზავოროტნიუკის სასიძოა. მსახიობის ქალიშვილმა და მულტიმილიონერის ვაჟმა რომანი ლონდონში, ერთ-ერთ კლუბში წამოიწყეს და მალე დაქორწინებასაც გეგმავენ.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოებით ირკვევა, რომ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ლაშა ჯელაძეს წყვილთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. ის ასევე ხშირად ფიქსირდება სხვა ცნობილი არტისტების გარემოცვაში, ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელიც ერთ-ერთი მათგანია.