ვინ არის ქალი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა და ინტერპოლი ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით ეძებს

ლილა

ინტერპოლის ცენტრალური ბიურო საქართველოს მოთხოვნით არაერთ დამნაშავეს ეძებს, მათ შორის არიან საკმაოდ მძიმე დანაშაულებებში დაუსწრებლად გასამართლებული ადამიანები.

ერთ-ერთი მათგანია ლილა უსეინი. ამჟამად ის 59 წლის არის, თუმცა წლებია ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

ლილა უსეინს ბრალად ედება საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეების უკანონო გადაყვანა, ადამიანებით, მათ შორის არასრულწლოვნებით ვაჭრობა, საზღვრის უკანონო კვეთა და დოკუმენტების გაყალბება.

1963 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ლილა ბორისის ასულ უსეინს დიდი ალბათობით ვინაობა შეცვლილი აქვს, რადგან წლებია მის კვალს ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიაგნეს.

საქმის მასალებით, წლების წინ მას ქალები და ბავშვები თურქეთის რესპუბლიკაში მოტყუებით, ყალბი დოკუმენტებით გადაჰყავდა, შემდგომში კი მათ პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით სოლიდური თანხის სანაცვლოდ სხვებს გადასცემდა.

ინტერპოლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ლილა უსეინი ამჟამად 59 წლის არის, საუბრობს რუსულ, ქართულ, თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე. სიმაღლეში გახლავთ 1,6 სანტიმეტრი.

ასევე დაგაინტერესებთ 

⇒ უმძიმესი ამბავი ასპინძაში - ვინ არის გარდაცვლილი 15 წლის გოგო

ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჯერ არ დაუკავებიათ – ჩამონათვალი