1732386875
ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჯერ არ დაუკავებიათ – ჩამონათვალი
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლი 1923 წელს დაარსდა და 120 ქვეყანაა გაწევრებული, მათ შორის, საქართველოც.
ინტერპოლის საიტზე ნახავთ საქართველოს მოქალაქეების ჩამონათვალს, რომლებიც ჯერ არ დაუკავებიათ. ძებნილებს შორის არიან მანდილოსებიც.
ჩამონათვალი ასეთია:
ბაქარ სამუშია - იძებნება წამებისთვის და განზრახ, უკანონოდ დაკავებისთვის.
ზაზა ნარმანია - იძებნება მკვლელობისთვის, მკვლელობის მცდელობისთვის და იარაღის უკანონო შენახვისთვის.
ელეონორა მაისურაძე - იძებნება ფართომასშტაბიანი თაღლითობის.
უსეინ ლილა - იძებნება ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე; არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის; ყალბი დოკუმენტების მომზადების და გამოყენების საქმეზე.
ღარიბოვა აიდან - იძებნება ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის; უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისთვის.
ინტერპოლის მიერ სულ საქართველოს 37 მოქალაქე იძებნება, მათგან 3 ქალია.
ძებნის პირთა სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ