VIDEO: ვარშავაში, პოლონელი მსახიობის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მსახიობი

ვარშავაში პოლონელი მსახიობის მარჩინ ბოსაკის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, რუსლან გ. დააკავეს.

შემთხვევა პარასკევს მოხდა, თავდასხმის შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში თავად მსახიობმა გამოაქვეყნა.

მსახიობის თქმით, ტაქსის მძღოლი, რომელიც საქართველოს მოქალაქე, 25 წლის კაცი აღმოჩნდა, თითქმის დაეჯახა მის 11 წლის შვილს, რაც მან გააპროტესტა, საპასუხოდ კი, მანქანის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა.

საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.