VIDEO: პოლიცია ფარულ ჩანაწერს ავრცელებს - უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებულია „ბუფალო“, „კუდალა“ და კიდევ 2 პირი

ფარული ჩანაწერი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავა. დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად "ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“).

1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.