მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
„კურიერმა" განსასჯელის სკამზე მყოფი შენგელიების დევნის ოპერაციის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.
კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეჯახება სპეციალურად საკუთარი ავტომობილით პოლიციის მანქანას ბექა შენგელია, რის შემდეგაც სამართალდამცველის ავტომობილი ამოტრიალდა, პოლიციელმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.
ბექა და გიორგი შენგელიები რამდენიმე კვირის შემდეგ, პოლიციამ ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავების მომენტში შენგელიები სამართალდამცველის ხელყუმბარის აფეთქებით ემუქრებოდნენ.
დევნის ოპერაცია ბექა და გიორგი შენგელიების წინააღმდეგ პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი ზუგდიდში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, მიმალვას დედაქალაქში ცდილობდნენ. გამოძიება დაკავებულებს პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
სიუჟეტი შეგიძლია ნახოთ ამ ბმულზე.