VIDEO: ესპანეთში 25 პირი დააკავეს, მათ შორის არიან ქართველებიც - ვრცელდება დაკავების კადრები

დაკავება ესპანეთში

ესპანეთში ქართველ კრიმინალთა ორგანიზაცია დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, მადრიდში 25 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით 14-მდე სახლის ძარცვა.

ოპერაციის ფარგლებში შვიდი ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია 32 ძვირად ღირებული საათი, 259 სამკაული - კულონი, სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ძვირფასი ქვები. 79 ელექტრონული მოწყობილობა - მობილური ტელეფონები, პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირად ღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.

ნახეთ, დაკავების კადრები