უცნობი გოგოს გამო, წამებით მოკლული ბიზნესმენის სულისშემძვრელი ისტორია

uusuf temirxanovi

ეს ისტორია დავიწყებას არ მიეცემა. ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა ის რეალობაა და ორი წლის წინ ჩეჩნეთში მოხდა.

ორი წელი გავიდა ბიზნესმენ იუსუფ ტემირხანოვის მკვლელობიდან. 2018 წლის 3 აგვისტოს ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა, წამებით მოკლეს.

ყველაფერი ასე დაიწყო…

იუსუფმა, 17 წლის ჩეჩენი გოგონას გამო შური იძია, რომელიც რუსმა პოლკოვნიკმა, იური ბუდანოვმა 2000 წელს, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. 2011 წელს კი, იუსუფმა საკუთარი ერის ღირსებისთვის ყველაფერზე უარი თქვა და სისასტიკით სახელგანთქმული ბუდანოვი მოკლა.

როდესაც იუსუფმა თავის ადვოკატს ჰკითხა, რამდენ წელს მისცემდნენ ჩადენილი მკვლელობისთვის, უფლებადამცველმა უთხრა – 25 წელი. ბრალდებულის პასუხი ასეთი იყო: „ძალიან ცოტა დროა. მისი მოკვლის დროს განცდილი გრძნობის გამო კიდევ 25 წელს დავამატებდი სიამოვნებით.“

ბრალდებულს 5 დღის განმავლობაში, დენის სკამზე აწამებდნენ გონების დაკარგვამდე. მან კი არცერთ დოკუმენტს არ მოაწერა ხელი. მაშინ როცა ადვოკატმა გააფრთხილა, რომ შესაძლოა ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოსულიყო, ნაწამებმა იუსუფმა ღიმილით უპასუხა:  „ვიცოდი რაზეც მივდიოდი.“

სასამართლო დარბაზში მყოფი ყველა ადამიანი გაოგნებული იყო იმით, როცა გაირკვა, რომ იუსუფი არც კი იცნობდა გოგონას, ვის გამოც მან შური იძია. მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა – „თქვენ, წარმატებულმა ბიზნესმენმა მთელი ცხოვრება სასწორზე დადეთ იმ გოგოს გამო, რომელიც თვალით არ გინახავთ, რატომ?!“ მოსამართლის კითხვაზე იუსუფს, ასეთი პასუხი ჰქონდა: „მე ჩეჩენი ვარ.“

მისი სახელი სამუდამოდ დარჩება არამარტო ჩეჩენი ერის ისტორიაში, არამედ მთელი კავკასიის ისტორიაში. მის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანი მოდიოდა მეზობელი რესპუბლიკებიდან თანადგომის და პატივისცემის გამოსახატად.

 

ასევე ნახეთ - პანჩო უმძიმეს ისტორიას იხსენებს