გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია

ვოლსკი

 საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია.

„ძალიან ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა, რომელიც ადრე დაფარული და საკამათო იყო. სად დგას საქართველო? - საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც (არამარტო კანდიდატ ქვეყნებზე). ჩვენ გზისთვის არ გადაგვიხვევია და საგარეო პოლიტიკის ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელზედაც საუბარი ენება დღეს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.