გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"რუსთავი 2-სთვის" ცნობილი გახდა, რომ ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი საგურამოში დააკავეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცის დაკავების ოქმი სწორედ საგურამოს პოლიციაში გაფორმდა.
იმას, რომ ბრალდებული დანაშაულის შემდეგ ნამდვილად საგურამოში იმყოფებოდა, ადვოკატიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ჯიჯეიშვილი საგურამოს პოლიციაში საკუთარი ნებით, ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.
"ძალიან განიცდის მომხდარს, მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - ამბობს "რუსთავი 2-თან" საუბრისას დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა.