ვინ არიან 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები - ახალი დეტალები

kukavas mkvleloba

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. მთელი ღამის განმავლობაში, მცხეთის პოლიციის სამმართველოში იმ ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ინფორმაცია ჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.

არსებული ინფორმაციით,  მკვლელობაში მონაწილე სამი ფიგურანტის ვინაობა ცნობილია. 

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.