1784279625
გაუგებარია რა სიკეთეები შეიძლება მოიტანოს ამ ტიპის გამოსვლებმა საერთაშორისო კონფერენციებზე - გრიგოლ გეგელია ვაშინგტონში ბოჭორიშვილის გამოსვლაზე
"გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია", - ასე შეაფასა მსოფლიოში პოლიტიკური ტერორიზმის გააქტიურება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე.
მაკა ბოჭორიშვილი თემის განსახილველად 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, შეერთებული შტატების დედაქალაქში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.
სიტყვით გამოსვლის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა საკითხს მსოფლიოში არსებულ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა და საქართველო აღნიშნული გამოწვევების თვალსაჩინო მაგალითად დაასახელა. ფორუმი სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გახსნა.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, გაუგებარია რა სიკეთეები შეიძლება მოიტანოს ამ ტიპის გამოსვლებმა საერთაშორისო კონფერენციებზე.
"შიდა პოლიტიკური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება სცადა საერთაშორისო ასპარეზზე, ერთ-ერთ ვიწრო პროფილურ, მაგრამ საერთაშორისო კონფერენციაზე. უმთავრეს პარტნიორთან - აშშ-სთან დღეს განადგურებულია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა. გაუგებარია რა სიკეთეები შეიძლება მოუტანოს ამ ტიპის გამოსვლებმა საერთაშორისო კონფერენციებზე", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.











