„ტელეფონის ნომერი, სოციალურ ქსელებში დამეგობრება მოსთხოვა...“ - არასრულწლოვნის მიმართ იძულებაში ბრალდებულს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სასამართლო

„ევროპული საქართველოდან“ ვანის საკრებულოს წევრს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო და გირაოს თანხის გადახდამდე პატიმრობა შეუფარდა.

კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ იძულებას ედავება. საქმის მასალებით დგინდება, რომ ძაგნიძემ 16 წლის გოგონა გზიდან საკუთარ ავტომობილში ჩაისვა, მას ტელეფონის ნომერი, სოციალურ ქსელებში დამეგობრება და სამომავლოდ კომუნიკაცია მოსთხოვა.

ბრალდებულს აეკრძალა დაზარალებულ არასრულწლოვანთან კომუნიკაცია.