1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე პროკურატურას მიმართავს და მისი ადვოკატის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დაინტერესებას სთხოვს. ამბობს, რომ თავად არის მსხვერპლი და საქმე მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.
გოდოლაძე დღეს პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ამ საქმეზე თეა გოდოლაძე თავადაც არის ბრალდებული მოზარდზე სავარაუდო ძალადობაში. გამოძიება მიმდინარეობს.
„14 აგვისტოს და 4 სექტემბერს არის ჩემი ადვოკატების მიერ გაცვლილი ინფორმაცია და შესული არის ჩვენება ჩემდამი ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ეს არის ჯგუფური ძალადობის ფაქტი, ასევე, სხვა უფრო მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაზეც საჯაროდ არ მინდა ვისაუბრო. რეალურად, სიტუაცია იყო აბსოლუტურად სხვაგვარად და ჩემი ადვოკატები ამაზე ისაუბრებენ, ველი პროკურატურისგან რეაგირებას,“ - აცხადებს თეა გოდოლაძე.