1733221566
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 26 საჩივართან დაკავშირებით მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22-საათიანი სასამართლო განხილვა დასრულდა.
როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან იტყობინება, მოსამართლეთა კოლეგია ამ წუთებში გადაწყვეტილებას აცხადებს. რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ, ცოტა ხანში გახდება ცნობილი. კერძოდ, დარჩება თუ არა ძალაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსამართლე ხუჭუას სკანდალს, რომელიც უკავშირდებოდა ალეკო ელისაშვილის მიერ ერთი საათით ადრე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას. სხდომაზე იყო კითხვები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ, რომელიც ამ საქმეში მხარეს წარმოადგენს. ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს და აღნიშნული ფაქტი მოსამართლის აცილების ან გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ უნდა გახდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ხუჭუას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22-საათიან სასამართლო სხდომაზე 26 საჩივარი განიხილეს და ჩატარდა ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტები.