1733221566
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევას შეეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 30-ზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თითქმის 24 საათის განმავლობაში, 26 საჩივარი განიხილეს. ჩატარდა ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტებიც.