პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოფელ ბერშუეთში შსს-ს თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა.
საუბარია ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივები ფიგურირებენ.
დაკავებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
2 დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით რაც პოლიციელზე, თავდასხმას გულისხმობს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. 2 დაკავებულია საქართველოს ა.ს.კ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, პოლიციელის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. დანაშაული გამოიწვევს დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.