შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ბანუ თერზიოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ აქტივობებს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.