სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის, ამას შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დავაშიც ჩვენი უწყებაა ჩართული. საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია. საბოლოო კომენტარების გაკეთება მხოლოდ ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ შეგვეძლება“, - აცხადებს ბრეგაძე.