„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი ჯერჯერობით არ აქვს,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს: რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ის, რაც ისტორიას შექმნის, უკრაინელების მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარია“, - განაცხადა მან.