გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სკანდალური განცხადების გავრცელების შემდეგ, მოსამართლე ჩხიკვაძე „კურიერთან" პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს
„გვქონდა შეხვედრა, სწორედ განაჩენის გამოტანის შემდეგ. ეს შეხვედრა, აბსოლუტურად ბუნებრივად მივიჩნიე რადგან ჩავთვალე, რომ ეს შეხვედრა ვიზიტის ფარგლებში იყო ჩანიშნული. იმ ნაწილში რაც ტექინიკურ მხარეებს ეხება, სხვებსაც ჰქონდათ შეხვედრა.
საუბარში გაჟღერდა ასეთი ინფორმაცია, რომ საელჩოს აინტერესებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალები - რატომ მივიღე გამამტყუნებელი ვერდიქტი და რატომ გამოვიყენე პატიმრობა.
მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საელჩოს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით. პირდაპირ თუ ირიბად იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც დუღილის ტემპერატურა მაღალია, არ იქნებოდა სასურველი ჩემი ამ ვიზიტში მონაწილეობა", - აცხადებს ჩხიკვაძემ
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ისაუბრა ასევე მაიკ გალერის განცხადებაზეც. მისი თქმით გალერის განხცადება აღიქმება, როგორც ზეგავლენის მოხდენის სურვილი.
„განხცადებები უშუალოდ უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილებას და ეს მიმართულია ჩემი კოლეგების მიმართ სააპელაციო სასამართლოში. ეს ეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მე მივიღე. მე დარწმუნებული ვარ, გალერს არ აქვს ერთი წინადადება წაკითხული ჩემი გამოტანილი განაჩენიდან. ის მოუწოდებს სააპელაციოს მოსამართლეებს ეს შეცდომა გამოასწორონ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება შეცვალონ გადაწყვეტილება და ეს უნდა გამომდინარეობდეს საქმის ფაქტობრიობიდან გამომდინარე და არა ვინმეს ინტერესიდან გამომდინარე",- აცხადებს ჩხიკვაძე.