დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პოპულარული ტკბილეულის „სკიტლესის“ მწარმოებელ კორპორაციას Mars-ს ტკბილეულში ტიტანის დიოქსიდის დიდი ოდენობით გამოყენებისთვის კალიფორნიის მკვიდრმა, ჯენილ ტემზმა უჩივლა.
სარჩელის შემდეგ არა ერთი კვლევა ჩატარდა და ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტიტანის დიოქსიდის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (esfa) კი ტიტანის დიოქსიდი საბოლოოდ აღიარა, როგორც სახიფათო დანამატი.
2016 წელს Mars-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვეტდა ხელოვნური საღებავების გამოყენებას, მათ შორის ტიტანის დიოქსიდის.
The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სარჩელში ნათქვამია, რომ Mars-მა დაარღვია მომხმარებლებისთვის მიცემული დაპირება და კვლავ აგრძელებს ტიტანის დიოქსიდის გამოყენებას ტკბილეულში.
რა არის ტიტანის დიოქსიდი?
ტიტანის დიოქსიდი არის ქიმიური ნაერთი, მიღებული ბუნებრივად წარმოქმნილი მინერალისგან, რომელიც მუშავდება და გამოიყენება, როგორც ფერის დანამატი.
ტიტანის დიოქსიდს ადამიანის დნმ-ის დაზიანება და კიბოს გამოწვევაც შეუძლია.
ტიტანის დიოქსიდი ასევე გამოიყენება სხვადასხვა არასასურსათო ნაწარმში, როგორიცაა გარკვეული მედიკამენტები, მზისგან დამცავი საშუალებები, კოსმეტიკა, საღებავები და პლასტმასები.