შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
ქუჩური გარჩევა ლაგოდეხში - დაჭრილია 3 ახალგაზრდა მამაკაცი. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სოფელ კაბალში მცხოვრებმა მოქალაქემ ახალგაზრდებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება აზერბაიჯანელ მოქალაქესა და 3 საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა. სამივე მათგანი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი.