1728589908
„შვიდი წლის წინ ნათქვამი სიტყვები, ორი დღის წინ აგისრულა...“ - რას წერენ ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე
სასტიკი მკვლელობა თბილისში - კაცმა, ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადაადგო.
მოკლული ქალი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი დააკავეს.
მომხდარს, სოციალურ ქსელში, მარიტას მეგობარი გოგონა ეხმაურება:
„14 წლის წინ გავიცანი, ერთი პატარა ციდა გოგო, სიცოცხლეზე და სამყაროზე შეყვარებული.
ერთ დღეს მწერს, პააწ, ნახე ერთი ბიჭი გავიცანი, და მიგდებს სურათს ნიკა ლაჩაშვილის, ფოტოს რომ შევხედე არ მომეწონა ფიზიკურად და ვუთხარი, შენ უკეთესს იმსახურებთქო, შემდეგ გადის თვეები და მწერს, ხაატ, პაწუკა გაგითხოვდა... და ჩემი პირველი სიტყვა იყო, არ მითხრა, რომ ნიკას გაყევი-თქო და კი ნიკასო. მილოცვის მაგივრად გავუბრაზდი.
მერე გავიცანი ნიკა და შეხვედრის დღიდან, საშინელი აუტანლობის შეგრძნება მქონდა მის მიმართ, რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო მძაფრდებოდა. ჩემთან ერთად უთხრა ნიკა ლაჩაშვილმა წლების წინ, რომ მარი დაგამახინჯებო, ვერ მოვითმინე და წავკამთდით, ნუ ერევიო ნიკამ. 7 წლის წინ ნათქვამი სიტყვები, 2 დღის წინ აგისრულა ჩემო მარიამო. თოკით დაგახრჩო, 2 დღე საბარგულით გატარა ჩემო მარიამო, ესეც არ იკმარა და წვიმაში და ქარში ხევში მოგისროლა. დაგამახინჯა მარიამო. ისე მიდიხარ, ისე უნდა გაგაცილოთ, შენს ლამაზ სახეს ვერ ვნახავთ.
მიყვარხარ მარიამო, შენს თეკოს არაფერი არ მოაკლდება, არც სიყვარული და არც სითბო, არასდროს, პირობას გაძლევ...“, - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.