1745299467
შვიდ თვეში მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის 40 მოვაჭრე 33 000 ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის შვიდ თვეში – 733 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2310 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 87 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 130 საქმეზე.
სააგნტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 40 მოვაჭრეს – 75 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 33 000 ლარის ოდენობით.
მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 104 საქმეზე – 94 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
ამასზტან, როგორც კონკურენციის სააგებტოში აღნიშნავენ, 2025 წელს, მომხმარებლის მიერ შესული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.
„შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 245, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 231, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 125, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 44, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ხოლო სხვა დანარჩენზე 62.
სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 17%-ს“, – აღნიშნავენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.