პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება, - ასე პასუხობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტებს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებებისა და "ალტ-ინფოს" მუქარასთან დაკავშირებულ კითხვას.
მისი თქმით, შსს- ს პრაიდის ღონიძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს და ყველა ზომას მიიღებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
„შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, გვაქვს ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას რაც კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისათვის, წელს „თბილისი პრაიდი“ სხვადასხვა სახის ღონისძიებას გეგმავს, თუმცა მათ შორის „ღირესბის მარში არ იქნება“. „თბილისი პრაიდის“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა „ალტ- ინფოც“ და ფესტივალის ჩაშლისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა დაანონსა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ღირსების მარშს არ ვატარევთ, ეს წერია მკაფიოდ ჩვენს განცხადებაში - ანი სუბელიანი
👉 „ბრძოლა გრძელდება... თბილისი პრაიდის კვირეული ბრუნდება! - Tbilisi Pride