პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავის 2-ის" ეთერში ჩართვისას განაცხადა: ,,ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე მანიპულაციურ კამპანიას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და სახელმწიფო დაცული იყოს დეზინფორმაციისგან”.
იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის გავრცელებული ფოტოს შესახებ.
მინისტრის თქმით, ფოტო გადაღებულია ექსპერტის მიერ და ის, ისევე, როგორც ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური.
,,შეგნებულად ხდება დასკვნიდან ცალკეული მომენტების ამოღება და გამოქვეყნება და, საბოლოო ჯამში, სურათის იმგვარად წარმოდგენა, თითქოსდა სახელმწიფო არის მწამებელი და ცდილობენ, სახელმწიფოსგან ჩამოყალიბდეს მტრის ხატი. ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ, რადგან საქმე გვაქვს განსხვავებულ რეალობასთან. სახელმწიფომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ყველა უფლების უზრუნველსაყოფად გააკეთა ყველაფერი – დაწყებული ჯანმრთელობის უფლებიდან, დასრულებული ყველა სხვა უფლებით. ჩვენ, ასევე, ვიხილეთ სამართალდამცველებისთვის ხელშეშლა, თანამშრომლებისთვის შეუარცხყოფის მიყენება, მათ შორის, სასამართლო პროცესის ხელშეშლაც, როდესაც „ვივამედში“ შესული იყო პროკურორი, კონკრეტულად, უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით, და იქ მსჯავრდებულმა მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულიყო, რადგან ეს არ შედიოდა მის ინტერესებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.