ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
შედგა თუ არა გარიგება გიგანტ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მედიკამენტებზე ფასების გასაზრდელად - საკითხის მოკვლევა კონკურენციის სააგენტომ უკვე დაიწყო. თუ დადგინდა, რომ კომპანიებმა წამლები შეთანხმებულად გააძვირეს, ჯარიმა მაღალი იქნება.
პრობლემის მოგვარების მიზნით, მედიკამენტების ფასების რეგულირების უწყებათაშორის კომისიას უფლებამოსილება გაეზარდა, კომისიას ეძლევა შესაძლებლობა, გაძვირებულ მედიკამენტზე მოკლე ვადებში წამლის ფასის ზედა ზღვარი დააწესოს, ფარმაცევტული კომპანიები კი ამ რეგულაციას უნდა დაექვემდებარონ.
ამ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. საკითხის მონიტორინგს ატარებს ჯანდაცვის სამინისტროც და უწყებები ინფორმაციას აქტიურ რეჟიმში ცვლიან.