„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ადგილი ჰქონდა კარტელურ გარიგებებს, რაც კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების ინტერესში შედის.
"სამწუხაროდ დაფიქსირდა ფაქტები, როცა კონკრეტულ და სამწუხაროდ უმრავლესობა აფთიაქებში იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა მედიკამენტები; ასევე თურქულ მედიკამენტებზე, რომლებიც მოგეხსენებათ წინა წელს დავუშვით პარალელური იმპორტი და შემოდის თურქეთიდან - ამ მედიკამენტებზეც მოხდა მნიშვნელოვანი ზრდა.
სამწუხაროდ ფაქტი გვაჩვენებს იმას, რომ საქმე გვაქვს დიდი ალბათობით შეთანხმებულ მოქმედებებთან.
მინდა დავაფიქსირო ჩვენი მკაცრი პოზიცია, რომ სახელმწიფოს პოზიცია იქნება საკმაოდ მკაცრი," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.