რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა.
იქამდე, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს სთხოვა „წამოდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა“, თუმცა მსჯავრდებულ პრეზიდენტს მოსამართლე გიორგი არევაძემ ამის უფლება არ მისცა.
„მინდა ბატონ მიხეილ სააკაშვილს მივმართო, წამოდგეს, აიწიოს პერანგი და ვიზუალურად საზოგადოებამ შეხედოს და თქვენც, ბატონო მოსამართლე, შეხედოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ეს არის დაახლოებით აზოვის ბატალიონის ბიჭები რომ გამოუშვეს, იგივე მდგომარეობა. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება და დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. ვნახოთ, 8-თვიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ასე „წარმატებით“ ეწევა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თავის მხრივ, შალვა ხაჭაპურიძის მიმართვაზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ჩართვის დროს „გაშიშვლებას დაიწყებდა“, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას აღარ მისცემდნენ.
„სურვილის შემთხვევაში წამოდგეს, გახდის შემთხვევაში თუ გაშიშვლებას დაიწყებთ, გამოგრთავთ და აღარ მიგაღებინებთ მონაწილეობას“,- განაცხადა მოსამართლემ.