„მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
1751121199
57 წლის ავაზ ხალილოვი, რომელმაც სადახლოში ცოლი ხანჯლით მოკლა, დუმილის უფლებას იყენებს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ დაკავებიდან მალევე ავაზ ხალილოვმა მეუღლის მკვლელობა აღიარა, სასამართლოში პოზიცია შეცვალა და დუმილის უფლება გამოიყენა.
ცნობისთვის, 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 57 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.