სასტიკად მოკლული ქალის მეგობრის მოულოდნელი ჩვენება - რა შეტყობინებები გასაჯაროვდა სასამართლოზე

 ქალის საქმე

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.

უკვე მეორედ, გამოიკითხა მოკლული ქალის უახლოესი მეგობარი, რომლის ჩვენებაც ბრალდებული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ქალმა სალტანატის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები წაიკითხა.

დავიღალე... მინდა მისგან წასვლა, მაგრამ ვიცი, რომ მწარედ გადამიხდის სამაგიეროს... თუ ახლა წავალ, იტყვის, რომ ვარ უმადური და ყველაფერს მე დამაბრალებს.

დავიღალე მასთან ჩხუბით. ზოგჯერ კარგად არის ჩემს მიმართ, არ ვიცი, რა ვიფიქრო... 

დადის ფსიქოლოგთან, 2-თვეში 10 000 დილარიც გადაიხადა, მაგრამ ასეთი ადამიანები არ სწორდებიან. ფსიქოლოგსაც ატყუებს, რომ მისგან მხარდაჭერა და დაიმედება მიიღოს. 2 ღამე საერთოდ არ მძინებია. მას არ სძინავს და მაიძულებს ვილაპარაკო. თუ ვეტყვი, რომ დაღლილი ვარ და მეძინება, მეუბნება, შენ არ გინდა ჩემი დახმარებაო... მე მას ვერ გამოვასწორებ. ალბათ, ჯობია საგიჟეთში წავიდეს, 24/7-ზე ჩემთან არის. ვერავისთან ვკონტაქტობ, ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს... გამოფიტული ვარ, აღარ შემიძლია ასეთი ცხოვრება... სულ შიშში ვარ, მინდა თავისუფლება, იქნებ მოვახერხო, რომ მშვიდობიანად დავშორდე....“

შეტყობინება მოულოდნელი აღმოჩნდა ბიშიმბაევის ადვოკატებისთვის, ახალგაზრდა ქალის განმარტების გაკეთება დასჭირდა, რომ „ვოთსაპში“  ვერაფერს შეცვლიდა.

ამაზე ბიშიმბაევის პასუხი ასეთი იყო:

„არ ვიცი, ასე რატომ ამბობს. იცით, რომ ის ხშირად მიდიოდა სახლიდან და თავისი ინიციატივით ბრუნდებოდა უკან. აიდასთან მეც ვმეგობრობდი და ხშირად მქონდა მიმოწერა, როცა სალტანატი სახლიდან მიდიოდა... ამიტომ უნდოდა მასთან ჩემი რეპუტაციის გაფუჭება... მე როგორც უკვე. ვთქვი, მას ცვალებადი ხასიათი ჰქონდა და ფსიქოლოგიურ წიგნებს კითხულობდა, რის მიხედვითაც მოქმედება... მისი ხასიათის გამო, მეგობრები ხშირად ჩხუბობდნენ.“

მოკლული ქალის მეგობარმა ამას სიცრუე უწოდა და თქვა, რომ ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და არასდროს უჩხუბიათ.

სასამართლო პროცესის სრულად ნახვა ქვემოთ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი ↓