სასამართლოში, ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ბასილაშვილი-დოროყაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე,  მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს, სხდომას დისტანციურად ერთვება ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.