პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროკურორ გიორგი ნადირაძე აცხადებს, რომ ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ბრალდების საქმეში არსებობს მაღალიხარისხის მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ მან წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რითაც ითხოვდა ნაკაიძის მიმართ შეწყვეტილიყო 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
პროკურორის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიცია, რომელმაც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ამ ეპატზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმეზე არსებობს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ყველა საჭირო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დაზარალებულს დაზიანებები აქვს. საქმის ინტრესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით აღნიშნული დაზიანების ხარისხს და გიდასტურებთ, რომ დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც გაუპატიურებას ეხება, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა და ამ ნაწილშიც დევნა შეწყვეტილი არ არის”, - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.