პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. - ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.
„ზურაბაშვილი სათამაშო ხელყუმბარით თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისში 2020 წლის 20 ნოემბერს შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.
მისი მიზანი მოთხოვნების გაჟღერება იყო, რისი საშუალებაც მედია საშუალებებით არ მიეცა.
თუმცა მან „ფეისბუკ“-LIVE-ის საშუალებით ადგილიდან 3 მოთხოვნა მაინც გააჟღერა:
აიკრძალოს ყოველგვარი აზარტული თამაშები;
ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.
შეჭრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეტიც, ზურაბაშვილის ამგვარმა გამოხმაურებამ ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებზე და უსამართლობაზე, სახალხო მხარდაჭერა და სოლიდარობა დაიმსახურა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია დაიწყო, რასაც მის სასამართლო პროცესზე მხარდამჭერი აქციაც მოჰყვა.
დღევანდელი გადაწყვეტილების სამართლიანობას, საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს“.
ასევე ნახეთ - რას ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედა