დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - გრენლანდია ეკუთვნით გრენლანდიელებს, აშშ-მა არ უნდა დაიკავოს გრენლანდია

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშნვას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, ეროვნული საზღვრები და ქვეყნების სუვერენიტეტი ეფუძნება საერთაშორისო სამართალს და სხვა სახელმწიფოების ანექსია დაუშვებელია.

„გრენლანდია ეკუთვნით გრენლანდიელებს და აშშ-მა არ უნდა დაიკავოს გრენლანდია. ჩვენ ველოდებით პატივისცემას ჩვენი საერთო ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აცხადებენ ფრედერიკსენი და ნილსენი.

დანიის პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე განცხადება ასევე გაავრცელა სოციალურ ქსელ ინსტაგრამშიც, სადაც წერს, რომ მოკავშირეები აშშ-ში დანიას რთულ სიტუაციაში აყენებენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი დანიშნა.