სახლების ძარცვა „სლიპის“ მეთოდით - ესპანეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

პოლიცია ესპანეთი

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა. 35 წლამდე მამაკაცებს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ.

პოლიციამ დანაშაულებრივი სქემაც გაშიფრა - ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, საქართველოს მოქალაქეები ბინების ქურდობისას სპეციალურ ხელსაწყოს - პოლიეთილენის მყარ ფირფიტებს, ე.წ. "სლიპის" მეთოდს იყენებდნენ. ამოღებულია ნივთმტკიცებები და ჩანაწერები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეთა დაკავება სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცველების ძალისმიერი სპეცოპერაციით განხორციელდა.