პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქორწილში სიძე-პატარძლის ნათესავები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევის დროს ოჯახის ოთხი წევრი დაშავდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანია, ხოლო ნაცემი ნოდარ მამედოვი მესამე დღეა მკურნალობას საავადმყოფოში გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ ფასდება.
„ქორწილში ვიყავით. ვცეკვავდით და პატარძალს ფული მივაწოდეთ ხელში ასეთი წესია. ამის მერე წამოვედით უკვე სახლისკენ. ასე უცებ უმიზეზოდ მე, ჩემ მეუღლეს და ბიძაჩემს გამოგვეკიდნენ ბიჭის ნათესავები.
20 კაცამდე მთვრალი კაცი უაზროდ გვირტყამდა, მათ შორის მეც და ჩემ 3 წლის შვილს. ისე დაარტყეს პატარა ბავშვს დღემდე ვერ ჯდება ისეთი დაზიანებები აქვს. სასტიკად სცემეს ჩემი მეუღლე. 20 კაცი ურტყამდა, მას შემდეგ რაც ბიძაჩემი გადაეფარა და ის სასიკვდილოდ გაიმეტეს"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.